27 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან - შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დღეს მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკაში მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, პოლიტიკაზე დღეს მსჯავრდებულთან არ უსაუბრია. ის ამბობს, რომ სპეციალური წერილი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გაიგზავნა, რომლის მიხედვითაც, უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის კვლევის პროცესში უნდა ჩაერთონ.

"ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ წერილი გავუგზავნეთ, დღესაც გავუგზავნით დანართის სახით, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოდიან. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ ცუდია, დღეს წნევები და გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ ექიმები მიაქცევენ ყურადღებას,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

მმართველ გუნდშიც გაკეთდა განმარტებები, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყოფილ პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"ყოველი დღე, როდესაც ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე.უფრო მეტიც, ის არის უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია, რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან მის სასჯელს არ აქვს. მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა მან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა, ამასთან აქვს კავშირი და კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ, აქ არაფერ შუაში არ არის ის იქნება თუ არა პოლიტიკაში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები