27 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
გაიზარდა თუ არა რეფინანსირების განაკვეთი - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო.

ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კი კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მიზეზი კი, კობა გვენეტაძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა.

ეროვნულ ბანკში მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებენ. აცხადებენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მიზეზი კი აღდგენილი ტურიზმი, ბოლო პერიოდში გაზრდილი ფულადი გზავნილები და მაღალი დაკრედიტებაა.

დღის ამბები