კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს, საპატიო ჯილდო გადაეცა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელჩმა და დიასპორის ხელმძღვანელმა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის დას, მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.