22 აფთიაქი, რომელიც უნებართვოდ ფსიქოტროპულ წამლებს ყიდდა - საგამოძიებო სამსახურმა სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა. თბილიში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. სამი მათგანი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება 192-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამოღებულია დიდი ოდენობით მედიკამენტები. გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქების ხელმძღვანელებმა ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.