27 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მოსკოვმა ე.წ. შავ სიაში კიდევ 39 ბრიტანელი შეიყვანა

მოსკოვმა კიდევ 39 ბრიტანელი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. კრემლის მიერ სანქცირებულ პირებში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კირ სტარმერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონიც მოხვდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შავ სიაში მოხვედრილი პირების ქმედებები მიზნად რუსეთის დემონიზაციასა და მის საერთაშორისო იზოლაციას ისახავს. კრემლის სანქციების სიაში არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ჟურნალისტებიც მოხვდნენ. 

 

დღის ამბები