27 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
კახა კალაძემ და თბილისის მთავრობის წევრებმა, გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა, ასევე ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ონაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

წუთიერი დუმილით დაიწყო დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა. კახა კალაძემ და თბილისის მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა და ასევე ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ონაშვილის ხსოვნას.

"მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირაში მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს. ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი – ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის," – განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები