სამების საკათედრო ტაძარში თეთრი არაგვის ხეობაში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტრაგედიის დროს დაღუპული 4 პილოტი, 2 მაშველი და 2 ექიმი - მათ უკანასკნელ გზაზე ახლობლები, მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცილებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა რვავე გარდაცვლილი სამოქალაქო თავდადების ორდერით დააჯილდოვა.