27 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არის, დღეიდან აღარავის შეეშინდება ამ მკვლელის" - ჯო ბაიდენი ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის შესახებ

აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკულია "ალ ქაიდას" ლიდერი. აიმან ალ ზავაჰირი ტერორისტულ ორგანიზაციას ოსამა ბინ ლადენის შემდეგ ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად განხორციელდა. ბაიდენმა მომხდარს სამართლის აღსრულება უწოდა.

"ალ ზავაჰირიმ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მკვლელობისა და ძალადობის კვალი დატოვა. ახლა სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი სჭირდება ამას, არ აქვს მნიშვნელობა სად იმალები, თუ შენ საფრთხე ხარ ჩვენი ხალხისთვის, შეერთებული შტატები გიპოვის და გამოგიყვანს. დღეიდან აღარავის აღარ შეეშინდება ამ მკვლელის. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი გადაწყვეტილების და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას, დავიცვათ ამერიკელი ხალხი მათგან, ვინც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს,"- განაცხადა ბაიდენმა. 

დღის ამბები