პოლიციამ დიდი ოდენობით "კოკაინი" და 147 აბი "სუბოქსინი" ამოიღო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 2 პირი.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. მეორე ბრალდებული კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.