28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"როდესაც პარლამენტს განცხადებას სწერ და მას გარკვეული ლეგალური ნაბიჯის გადადგმას სთხოვ, ამით მის ლეგიტიმაციას აღიარებ" - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში აუცილებლად შევა. მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, ფაქტობრივად, პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარა.

"ჩვენ ნუ გვემუქრებიან ამ მანდატების დათმობით, რადგან ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, მათი რადიკალიზმიდან გამომდინარე, ისედაც ოპოზიციის გარეშე ვმუშაობთ პარლამენტში, სამწუხაროდ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ისინი კვლავ ატყუებენ თავის ამომრჩეველს და სრულიად საზოგადოებას, თითქოს, უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. დიდი ალბათობით, ჩვენ მათ რიგში ჩამდგარებს ვიხილავთ აქ, პარლამენტის სასახლესთან. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, ვინც დაწერეს ეს განცხადება - მათი მხრიდანაც საზოგადოებისთვის კარგად აღსაქმელია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს, რადგანაც როდესაც განცხადებას სწერ პარლამენტს და მას გარკვეული ლეგალური ნაბიჯის გადადგმას სთხოვ, ამით შენ მის ლეგიტიმაციას აღიარებ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები