N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების რვა მსჯავრდებულს "კოვიდ-19" დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს" პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.
უწყების ცნობით, N14 (გეგუთის) დაწესებულებაში ამ დროისთვის მსჯავრდებულთა 50% ვაქცინირებული და პროცესი კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო.