28 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"რუსთავი 2-მა" 80 წლის კაცის მკვლელობის დეტალები გაარკვია - დაკავებულია 24 წლის ქალი

"რუსთავი 2-ისთვის" ცნობილი ხდება რუსთავში 80 წლის კაცის მკვლელობის დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მეზობელ ქალსა და მოხუც მამაკაცს შორის კონფლიქტი თანხას უკავშირდება. კერძოდ, მეზობელი ქალი მამაკაცთან ფულის სასესხებლად მივიდა, თუმცა კაცმა ის უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა ასაკოვან მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

ასევე "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ქალი ფულის სასესხებლად სხვა მეზობელს ესტუმრა, თუმცა სასურველი თანხა ვერც მისგან მიიღო. ამის შემდეგ კი ის იმავე მეზობელთან ერთად კვლავ მოხუცის სახლში დაბრუნდა, ვითომდა ფულის სასესხებლად. სახლში შესულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ირკვევა, რომ ბრალდებულმა კვალის არევის მიზნით პოლიცია ადგილზე თავადვე გამოიძახა. 

შსს-ს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები