28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ვაქცინაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ერთვება - პრემიერმა განკარგულება გამოსცა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება.

"ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება" - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

"საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები," - ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

დღის ამბები