ნაძალადევის რაიონში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგონას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გაიგონეს ხმაური, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.