ციმბირის სასამართლომ პუტინის კრიტიკოს შამანს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრ გაბიშევი საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და მას სპეციალიზებულ საავადმყოფოში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იძულებითი მკურნალობა სჭირდება.
შამანის ადვოკატი სასამართლოს გადწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. გაბიშევის შესახებ საზოგადოებამ პირველად 2019 წლის მარტში გაიგო - როცა მან პუტინს ბოროტება უწოდა და რუსეთის პრეზიდენტის განდევნის მიზნით მოსკოვისკენ მსვლელობა დაანონსა.