28 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
"იყო ცრემლები, შიშისა და სიხარულის განცდა" - "კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ არქეოლოგთან, რომელმაც ქართველი დედოფლის ნეშტის ძიებას 10 წელი დაუთმო

"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ არქეოლოგ ნიზამუდინ ტაჰირთან, რომელმაც  ქართველი დედოფლის ნეშტის ძიებას 10 წელი დაუთმო. 

"კურიერში" 9 საათზე ნახავთ, როგორ აღმოჩნდა ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში და რა დრო დასჭირდა სამშობლოში დასაბრუნებლად.

"წმინდა ნაწილების აღმოჩენა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან უკვე აღარავის გვჯეროდა, თუ მივაგნებდით. იყო ცრემლები, ერთდროულად შიშისა და სიხარულის განცდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენი ხელით ვეხებოდით 400 წლის წინ მომხდარ ისტორიას,“ - ამბობს არქეოლოგი.

დეკანოზი გიორგი რაზმაძე, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი მოანდომა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოძიებას, ყვება, როგორ იპოვა მან საფრანგეთში, ქეთევან წამებულის ნაქონი ღვთისმშობლის ის ხატი, რომელზეც ქართველი დედოფალი შირაზში სასტიკად წამებამდე ლოცულობდა და როგორ დააბრუნა დედოფლის კუთვნილი ხატი სამშობლოში.

დღის ამბები