28 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას სპეციალური კომისია დღეს გააგრძელებს

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაგრძელდება. სპეციალური კომისია გუშინ 15 პირს თითქმის 10 საათის განმავლობაში უსმენდა. დარჩენილი თავმჯდომარეობის ერთ და წევრობის 9 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დღეს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც მონაცემები საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

სალომე ზურაბიშვილს განსახილველად 3 დღე ექნება, ვიდრე კანდიდატების საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

დღის ამბები