28 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული, ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მდუმარე აქციას - "თავისუფლებისთვის"  შეუერთდა. ვაჟა ექიმი სოლიდარობას უცხადებს სიძულვილის ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.

"მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს.

ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო. საბედნიეროდ კობახიძე ფეხით არ დადის თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე სიძულვილის ჯგუფები.

დღის ამბები