28 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და საშიში - რატომ გახდა ე.წ. ინდური შტამი მსოფლიო მეცნიერების შეშფოთების საგანი

183 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 4 მილიონი გარდაცვლილი - ეს მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებია. ყველაზე რთული ვითარება კვლავ ინდოეთშია, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, კორონავირუსის მომდევნო ტალღის მოლოდინში არიან. წინა კვირასთან შედარებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები 46%-ით გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში. ინდური შტამის გამო, კომენდანტის საათი ამოქმედდა პორტუგალიის 45 მუნიციპალიტეტში.

ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და საშიში - ასე ახასიათებენ კორონავირუსის დელტა ვარიანტს, ჯანდაცვის ექსპერტები.

თავდაპირველად ეს ვარიანტი ინდოეთში აღმოაჩინეს, თუმცა ის ახლა მსოფლიო მეცნიერების შეშფოთებისა და კვლევის საგანია.

დღის ამბები