28 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
რას სწავლობს ბავშვი დასჯის დროს? - მოზარდის იდეალურად აღზრდის რეცეპტი ფსიქოლოგისგან 

ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა - "ექიმების" ეთერში ბავშვის განვითარებაზე, დასჯის მეთოდებზე და აღზრდაზე საუბრობს. 

ფსიქოლოგმა განმარტა, თუ როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ბავშვს როდესაც ის რამეს აშავებს. 

"გარდა იმისა, რომ დასჯის დროს ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ვასწავლით როგორ დასაჯოს სხვები. 

რასაც ბავშვი ხედავს მშობლებისგან და უფროსებისგან ის ხდება მისი ნაწილი. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს უნდა ვიფიქროთ რა არის ამის მიზეზი, მათ ეს მიზეზი აუცილებლად აქვთ და ეს უნდა დაადგინოს მშობელმა. 

ამის შემდეგ არის კონტროლის ორი საშუალება: დასჯა და აღზრდა, როდესაც ვზრდით ბავშვის შინაგან ბუნებას თავისთავად მეორე ჯობია. 

არის აღზრდის ორი ფორმა: ავტორიტარული და ჰუმანურ პიროვნული. ავტორიტარული გულისხმობს იძულებას, დასჯას 80-90% ასე გაიზარდა და ეს ვიცით აღზრდაში თუმცა მივყავართ ამას ბედნიერებამდე? - იქნება მეორე გზას მივყავართ ბედნიერებამდე, როდესაც ბავშვში შინაგანი სამყაროს აღზრდას ვცდილობთ და არა გარეგნული შიშის დამყარებას,"- აცხადებს პაატა ამონაშვილი. 

არის, თუ არა ძალადობა გამართლებული კეთილი ზრახვებით?

"თუ დავისახავთ მიზნად, რომ მსუბუქი დამსჯელი გაიზარდოს, მაშინ მსუბუქად უნდა დავსაჯოთ ბავშვიც. რთულ ბავშვებთანაც დასჯის და სიმკაცრის გარეშეც, სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია,"- აღნიშნა ფსიქოლოგმა. 

არსებობს, თუ არა ბავშვის აღზრდის რეცეპტი?

"არსებობს ძალიან მარტივი და მზა რეცეპტი, ის მომავალი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში დავინახოთ საუკეთესო და ამაღლებული. ზუსტად იმ მომავლის პრინციპებით დღეს ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. გვინდა, რომ იდეალური გაიზარდოს?- ჩვენ ვხდებით იდეალურები!,"- განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

დღის ამბები