28 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
რა შედეგით დასრულდა ჟენევის 53-ე რაუნდი - 8 საათიანი შეხვედრის შედეგები

8 საათიანი მოლაპარაკებები ჟენევაში დასრულებულია. მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე, ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

ზაზა გახელაძის მეუღლე აცხადებს, რომ დღევანდელი დღისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდა, თუმცა რაღაცის შეცვლის იმედი მაინც ჰქონდათ. გახელაძის ოჯახისთვის ერთადერთი საიმედო წყარო დღეს პატრიარქზე პასუხის წერილია, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა იყოს.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო.

"საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, დაკავებების თემაზე. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, განსაკუთრებით კი, დღევანდელი დღის შემდეგ. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან და სუფთა ჰუმანიტარულ ჭრილში გარკვეული პროგრესის მიღწევა,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

დღის ამბები