28 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
100 დღე არჩევნებამდე და არც ერთი დასახელებული კანდიდატი - ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის

არჩევნებამდე 100 დღე რჩება, თუმცა ჯერჯერობით ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნებიან თბილისის მერობის კანდიდატები. მხოლოდ ცნობილია, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ ეყოლება. 

"ქართული ოცნების" ოპონენტების მთავარი და საერთო მიზანი სახელისუფლებო გუნდის დამარცხებაა, თუმცა გამარჯვების ფორმულა ყველასთვის განსხვავებულია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" წარმატების შანსს საკუთარ კანდიდატსა და ამ კანდიდატის გარშემო გაერთიანებაში ხედავენ, ამ ერთობის არ სჯერა "სტრატეგია აღმაშენებელს".

დამოუკიდებელი სამზადისი აქვს პოლიტიკურ პარტია "ლელოს".

საკუთარ ძალებში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში," ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდება.

სახელისუფლებო კანდიდატი სავარაუდოდ კვლავ მოქმედი მერი კახი კალაძე იქნება.

დღის ამბები