28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში რთული იქნებოდა საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ - ხათუნა სამნიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები ოპოზიციაში. 

პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია გადაგომის შესახებ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებდით საარჩევნო კოდექსს ახალი ცვლილებებით, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომელიც გამართლდა და რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო კოდექსში ძალიან სერიოზული მუხლები, რომლებიც იყო პრობლემური სწორედ წინა არჩევნების დროს, მაგრამ ერთია სისტემის ცვლილება და მეორე არის სანდოობა, რომელიც სხვა მხრივაც საჭიროა, რომ არსებობდეს არჩევნების მიმართ და თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული  იქნებოდა, რომ საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები