28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
დღეს ღამით "კომენდანტის საათი" უქმდება

7 თვის შემდეგ დღეს ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა - ე.წ. კომენდანტი საათი იხსნება. 

მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა  30 ივნისის დილის 4 საათიდან მოიხსნებოდა.

შეგახსენებთ, რომ კოვიდრეგულაციების ფარგლებში კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

დღის ამბები