28 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
86 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები "ნაცმოძრაობისა" და "ლელოს" მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცეს

86 სამის წინააღმდეგ - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დამტკიცებულია. პროექტი ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო, თუმცა თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტია "ლელომ".

ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კანონი პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ნაწილისთვის კი დოკუმენტი გაყალბების თავიდან ასაცილებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.

"მივიღეთ საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიიღო უმრავლესობამ თავისი ხმებით. უსამართლოდ "ლეიბორისტულ" პარტიას, იგივე "პატრიოტთა ალიანსს", აუკრძალეს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება. ასევე არ იყო გათვალისწინებული საკმარისად ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც თავს აგვარიდა და შემდგომში არჩევნების გაყალბებას, ისეთი როგორიც არის სამაგიდო და სხვა სიები ამომრჩეველთა, ასევე ბიომეტრიული პარამეტრებით ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მთელი რიგი საკითხები," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის შეფასებით, ცვლილებები მეტად დახვეწილი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს და ჩვენ ფაქტობრივად ვემზადებით, რამდენიმე თვეში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი როგორც ქვეყნისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ასევე მისი მნიშვნელობა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ფაქტობრივად ეს არის კონსოლიდირებული დოკუმენტი, სადაც არის შეთანხმებული პოზიცია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის და არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნები კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაიყვანოს," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები