28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებსა და დაცვის თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა მამაკაცი დანით დაჭრა. ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან - ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელკებულ ინფორმაციაში.
დღის ამბები