საპროტესტო გამოსვლები ლიბანში - ბეირუთში მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ვალუტის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებს.
აქტივისტებმა გზები გადაკეტეს და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს. აქციები გაიმართა ქალაქ ტრიპოლშიც, სადაც სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.