28 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
შეჩერდება, თუ არა მოსამართლეების არჩევა მართლმსაჯულების რეფორმამდე - ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორი მიმართავს

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს.

მესამე სექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კანდიდატების თაობაზე შეთანხმება, პროცესი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა არ გატარდება.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სისტემაში ძირეული ცვლილებების გარეშე, კვლავ კლანური მმართველობა შენარჩუნდება.

დღის ამბები