გორში ნაცემი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც კლინიკა "გორმედში" აცხადებენ, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გაეწია სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია ბინაზე.
შეგახსენებთ, პოლიციელს ქალაქის ცენტრში თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი და სცემა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ინციდენტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.