28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ბრიტნი სპირსი დუმილს არღვევს და მამის მხრიდან ზეწოლასა და ძალადობაზე საუბრობს

ბრიტნი სპირსი 13 წლიან დუმილს არღვევს და იმ წნეხსა და ძალადობაზე საუბრობს, რომელსაც წლების მანძილზე  მამისა და ოჯახის მხრიდან იტანდა.

ოთხშაბათს გამართულ ღია სასამართლო პროცესზე მომღერალმა საკმაოდ ემოციურად ისაუბრა მის განვლილ ცხოვრებაზე, შეზღუდვებზე, სიმკაცრესა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელსაც მამამისი, მისი მეურვე და სხვა პირები ვარსკვლავის მიმართ ახორციელებდნენ.

ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ მას აკრძალული აქვს ქორწინება, ბავშვის გაჩენა, მას თავის ფულზე წვდომა თითქმის არ ჰქონია.

"ერთადერთი რამ, რაც მინდა ისაა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, ვიქორწინო ჩემს შეყვარებულზე, მყავდეს შვილები და მქონდეს საკუთარი ფული," - განუცხადა მომღერალმა სასამართლოს.

ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მეურვეობამ მას უფრო მეტი უარყოფითი რამ მოუტანა, ვიდრე დადებითი. ამერიკელ ვარსკვლავს ლითიუმის მიღებაც კი უწევდა, რომელიც მას მთვრალად აგრძნობინებდა. სწორედ ამიტომ გაუქმდა მისი კონცერტი 2019 წელს ლას-ვეგასში.

ღია სხდომას ესწრებოდნენ როგორც მისი ოჯახის წევრები, ასევე ფანები და ჟურნალისტები.
საქმის გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები