28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
აშშ-ის საელჩომ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ბალონები გადასცა

აშშ-ის საელჩომ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი ბალონები გადასცა.

ახალი აღჭურვილობა მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადს გამოიმუშავებს და დღის განმავლობაში 400-მდე პაციენტზეა გათვლილი.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ, რომლებმაც ბალონზე სიმბოლურად სტიკერებიც დააკრეს.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების ინვესტიცია და მნიშვნელოვანი შენაძენია რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. 

დღის ამბები