28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
"მატყუარა კაცების პარლამენტი" - ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ სასესიო დარბაზში ბანერი გამოფინეს 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს დღეს პარლამენტი მუხლობრივად განიხილავს. საკითხს კანონმდებლებმა მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ. იქამდე კი დეპუტატები მორიგი კონსულტაციებისთვის შეიკრიბებიან, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

კითხვები ამ დრომდე არსებობს სხვდასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის არის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირებაც.

ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე პარტიებს ჰქონდათ ვალდებულება საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ყოფილიყო, ახლა ეს ყოველი მესამეთი იცვლება.

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"მატყუარა კაცების პარლამენტი" - კვოტირების შესაძლო ცვლილება კანონპროექტის გადახედვის მოწინააღმდეგეებმა სასესიო დარბაზში ამ შინაარსის ბანერით გააპროტესტეს. ბანერი სასესიო დარბაზის აივნიდან დეპუტატებმა ანი წითლიძემ და ხათუნა სამნიძემ გადმოფინეს. 

დღის ამბები