28 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება - კარლ ჰარცელი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში შაორის ტბაზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

"ღრუბლების გავლით მშვენიერ რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ვარ. ეს ტერიტორია მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს აქ მოსახლეობასთან შეხვედრას და ამ ულამაზესი რეგიონის უკეთესად გაცნობას," – წერს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები