28 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

"დღეს იყო არსებითი განხილვა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც გვქონდა სხვადასხვა მოსაზრება.

მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები არის შეჯერებული. დღეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რაც დღეს კანონპროექტში აისახება",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები