ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა, გოსიამე სიტჰოლემ 10 ტყუპი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება - BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური მოკვლევის შედეგშია აღნიშნული.
პროვინციაში, სადაც ქალი ცხოვრობდა, არცერთ კლინიკას არ მიუღია მშობიარე, რომელმაც 10 შვილი გააჩინა. სამედიცინო გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ სიტჰოლე ორსულადაც კი არ ყოფილა.
37 წლის ქალი ახლა ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელებულ განცხადებაში არ წერს მიზეზების შესახებ, რომელიც მოგონილი ამბის მიღმაა.
მას შემდეგ, რაც 10 ტყუპის დაბადების შემდეგ გახდა ცნობილი, სიტჰოლეს და მისი პარტნიორის ანგარიშზე უამრავი ადამიანი რიცხავდა თანხას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მედიამ ვერ გაარკვია, რომელ კლინიკაში დაიბადნენ ბავშვები, ამბის სარწმუნოება ეჭვქვეშ დადგა.
ქალთან დაკავშირება ვერ შეძლო ვერც მისმა პარტნიორმა, "ბავშვების" მამამ. ცოტეცი სიტჰოლეს მოძებნას ყველა კლინიკაში შეეცადა, თუმცა ქალი წერდა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბავშვების მონახულებას ვერ შეძლებდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალი ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.