28 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ფილიპინებმა 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაანადგურა

ფილიპინების საბაჟო სამსახურის უცნაური ბრძოლა მანქანების კონტრაბანდის წინააღმდეგ - ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ განადგურდა 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები, მათ შორისაა უიშვიათესი მოდელები: "მაკლარენ 620", "ბენტლი", "ლოტუსი", "პორშე 911" და კიდევ 17 ძვირადღირებული მოდელი, რომელთა გამოშვების წელი 2018-2020 წლებს შორის მერყეობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ძვირადღირებული ავტომობილების საჯაროდ განადგურება კიდევ ერთი ნიშანი იქნება სახელმწიფოს უშეღავათო ბრძოლის კონტრაბანდის წინააღმდეგ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2018 წელს ფილიპინების პრეზიდენტმა 8 მილიონი დოლარის ღირებულების 68 ავტომობილი და 8 მოტოციკლი გაანადგურა. თითოეული მათგანი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით მოხვდა.

დღის ამბები