ინგლისის ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა ახალი 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი, რომელზეც ალან ტურინგია გამოსახული. ალან ტურინგის პორტრეტიანი ფულის გამოშვება, კომპიუტერის წინაპრის შემქმნელისა და ომის პერიოდის კოდების გამშიფრავი მეცნიერის დაბადების დღეს დაამთხვიეს.
ალან ტურინგის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მიღწევამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს და გარკვეულწილად ომის ხანგრძლივობა და მსხვერპლის რაოდენობაც შეამცირა. ეს უკავშირდება ENIGMA-ს (მექანიკური მოწყობილობაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები შეტყობინებების უსაფრთხოდ გასაგზავნად იყენებდნენ)გაშიფვრას.
ალან ტურინგი ჰომოსექსუალი იყო. გასული საუკუნის 50-იან წლებში ის დააკავეს და ბრალი უხამსი ქცევისთვის წაუყენეს, რადგან იმდროინდელ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა. ტურინგი პატიმრობის ალტერნატიულ ვარიანტს ჰორმონალურ მკურნალობას ე.წ. ქიმიურ კასტრაციას დათანხმდა, რამაც საბოლოო ჯამში, ფიზიკური და ფსიკიკური ჯანმრთელობა გაუნადგურა.
ე.წ. მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ 41 წლის ასაკში ალან ტურინგმა სიცოცხლე ციანიდის მიღებით, სუიციდით დაასრულა.