კანადაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ კვებეკში 50-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ხეები წააქცია. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ტორნადომ 3 კილომეტრის მანძილზე იმოძრავა და 200 კმ/სთ-ს სიჩქარეს მიაღწია.
კვებეკის ხელისუფლება სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.