28 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ამ წუთებში, ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო კოდექსზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

ამ წუთებში, პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო კოდექსზე დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შემდეგ, პარლამენტი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც დღეს იურიდიულ კომიტეტზე გადის.

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სრულად გაიზიარეს "ლელოს" პოზიცია საარჩევნო კოდექსტან დაკავშირებით. 

"საკითხების და არგუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით სამუშაო ჯგუფშიც, პირველ მოსმენაზეც და, გახსოვთ, სესიაზე მხარი დავუჭირეთ გარკვეული პირობით - ეს საკითხები სრულად არის გაზიარებული და ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შენიშვნები, ძირითადად, ისეთ საკითხებს ეხება, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის მიზეზი არ ყოფილა. 

"ძირითადად, პოზიტიურად არის შეფასებული ცვლილებები. არის შენიშვნები და ეს შენიშვნები ეხება საკითხებს, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა. ყველა ცვლილება, რომელიც იქნება მიღწეული, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს და თუ ეს იქნება, მაშინ მათთვის მისაღები იქნება ეს ცვლილებები,"-აცხადებს ლევან იოსელიანი. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ გაზიარებული პოზიციის მიერ წარდგენილი წინადადებები, მათ შორის, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ისინი, მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებების მიღებას. 

სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსს კენჭს სესიაზე მიმდინარე კვირასვე უყრიან. დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს; იცვლება ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

დღის ამბები