28 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ყოფილი ფერმერი შემთხვევით Youtube-ის ვარსკვლავად იქცა : "არასოდეს ვიცოდი, რა იყო "იუთუბი", ინტერნეტის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი"

ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ვიდეოგზავნილებით უხდიან მადლობას 84 წლის ბრიტანელ "იუთუბერს" იმისთვის, რომ პანდემიისას მათ შფოთისა და მღელვარების დაძლევაში დაეხმარა. 

ჯონ ბატლერის არხს 120000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ფილოსოფიურ ვიდეოებს სიცოცხლესა და მედიტაციის შესახებ მილიონობით ნახვა აქვს.

ყოფილი ფერმერი, რომელიც მუდმივად მშვიდად საუბრობს, "იუთუბის" ვარსკვლავი 2016 წელს მიცემული ინტერვიუს წყალობით გახდა.

"ვფიქრობ, ჯონის ვიდეოებს მოაქვს თავისუფლების უდიდესი განცდა მაშინ, როდესაც ჩვენ ფიზიკურად ძალიან შეზღუდულები ვართ," - ამბობს ბრიტანელი გამომწერი ჯესმინ ბაჩერი

თავად ჯონ ბატლერს კი პოპულარობა აკვირვებს :

"არასოდეს მსმენია "იუთუბზე", ინტერნეტის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი," - ამბობს 84 წლის ინტერნეტვარსკვლავი

 

წყარო

დღის ამბები