28 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"პაციენტები კორიდორებში იატაკზე წვანან" - ვრცელდება ვიდეო, რომელიც პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკის კოვიდგანყოფილებაშია გადაღებული

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, კლინიკები გადატვირთულია და ხშირ შემთხვევაში, თავისუფალი საწოლის პოვნა საკმაოდ რთულია.

ინტერნეტით ვრცელდება მასალა, სადაც პეტერბურგის მე-15 საქალაქო საავადმყოფოში შექმნილი მდგომარეობა ჩანს - პაციენტები დერეფნებში ლეიბებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთი კოვიდპაციენტის ძმამ გადაიღო და გაავრცელა. 

"დღეს დილით ჩემი ძმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარებას გუშინ საღამოს შემდეგ ველოდებოდით. ის 47 წლისაა, ფილტვების ანთება აქვს, წევს კორიდორში. 

ექიმი ორშაბათს იქნება, მანამდე კი უთხრეს, რომ უნდა იწვეს მუცელზე და ღრმად ისუნთქოს. წამლები მისთვის დედამ და დამ იყიდეს," - ამბობს ვიდეოს ავტორი. 

რუსეთში კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან 5316826-ია, ვირუსს ემსხვერპლა 129361 ადამიანი. 

დღის ამბები