აჭარის მთავრობის სახლთან ნამოხვანჰესის აქციაზე დაკავებულების მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პროტესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მალევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.