ამერიკელი სტუდენტი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს - BBC-ს ინფორმაციით, საქმეზე ერთი მამაკაცია დაკავებული.
34 წლის კეტრინ სეროუ უცნობი პირის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მან ბოლო კონტაქტი დედასთან ჰქონდა, ქალს მისისიპიში მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა : "უცხო ადამიანის მანქანაში ვარ. იმედია, არ გამიტაცეს".
სეროუ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ძალების წარმომადგენელი იყო, რომელმაც ავღანეთში დაასრულა მოღვაწეობა და 2019 წელს რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ნიჟნი ნოვგოროდში, ლობაჩევსკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო კურსს გადიოდა. ქალი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, შეტყობინება დედას სამშაბათს, 18:30 საათზე გაუგზავნა.
დედამ, ბეკი სეროუმ ამერიკულ მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილი კლინიკაში მისვლას ჩქარობდა, ამიტომ ტაქსის გამოძახებისა და ლოდინის ნაცვლად, სავარაუდოდ, გამვლელ მანქანას გაჰყვა.
მაშველები ცხედარს ტყეში ეძებდნენ, სადაც ქალის ტელეფონის სიგნალი ბოლოს დაფიქსირდა.