28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
გიორგი გახარია ბრიუსელში "ევროპული პოლიტიკური ცენტრის" წამყვან ანალიტიკოსს შეხვდა

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია "ევროპული პოლიტიკური ცენტრის" წამყვან ანალიტიკოსს ამანდა პოლის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორც რეგიონალურ ასევე ადგილობრივ დონეზე, შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გიორგი გახარიამ ამანდა პოლთან საქართველოში მოახლოებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილა.

დღის ამბები