ჰონდურასის მაღალი უსაფრთხოების ციხეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა 5 და დაშავდა 39 ადამიანი.
არეულობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამ საათს გაგრძელდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.