28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
დღეს კაცმა ცოლს აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, კბილები ჩაულეწა - ბაია პატარაია​

ქალთა უფლებადამცველი, კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ოჯახური ძალადობის მორიგ ფაქტზე წერს, რომელიც ამჯერად ვაქცინაციას უკავშირდება:

"თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლს აცრისთვის ისე სცემა, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს," - წერს ბაია პატარაია

დღის ამბები