28 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ნორმალურ ცხოვრებას მსოფლიო 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება - Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზი

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, განვითარებული სახელმწიფოები ნორმალური ცხოვრების რეჟიმს 2021 წლის ბოლოს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ განვითარებული სახელმწიფოები წლის ბოლომდე შეძლებენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას. ამასთან, მისი აზრით, 2022 წელს კი მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება ხელმისაწვდომი. 

გასულ კვირას Pfizer-BioNTech-მა ვაქცინის მემილიარდე დოზის წარმოებას მიაღწია.

დღის ამბები