28 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ვინ არის მამაკაცი, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა და რას ედავებოდა მას ყოფილი ცოლი

მამაკაცი, რომელიც დღეს პოლიციის განყოფილებიდან გადახტა 46 წლის ლევან გაჩეჩილაძეა. მას ყოფილმა ცოლმა ძალადობის გამო უჩივლა, როგორც ირკვევა ყოფილი ცოლი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი  "გერმანულ კლინიკაშია" გადაყვანილი. 

შემთხვევის ადგილზე ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმყოფება და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამასთან დაიკითხება ყველა პირი, ვინც საქმესთან შესაძლო შემხებლობაშია. 

გამოძიება 342-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

დღის ამბები