28 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი დოკუმენტი - როგორ მიიღეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გზავნილი საქართველოში

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი გზავნილი საქართველოს, უკრაინას და რუსეთს - ოფიციალური ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკას გმობენ და საერთო დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ.

დასავლელი პარტნიორები პირობას დებენ, რომ რუსეთი ნეგატიური ქმედებებისთვის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

მნიშვნელოვანი განცხადების კონკრეტულ ნაბიჯებში ასახვას ელიან ქართველი პოლიტიკოსები. თბილისში ყურადღებას მოსალოდნელ შედეგებსა და შიდა დემოკრატიის განვითარებაზე ამახვილებენ.

დღის ამბები