28 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
ლევან ვასაძის მოწვევით საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის თავმჯდომარე იმყოფება

ლევან ვასაძის მოწვევით, საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის თავმჯდომარე იმყოფება. ის მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელს შეხვდა.

მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რომელსაც ვასაძის პოლიტიკური მოძრაობა ეფუძნება.

"ბატონ ბრაუნს აქვს ძალიან ფართო გამოცდილება პოლიტიკურ პროცესებში კონსერვატიულ ფლანგზე. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა. რეგულარულად მოგზაურობს და ურთიერთობს დასავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპის წამყვან კონსერვატორებთან, ამ თვალსაზრისით საკმაოდ უნიკალური ამერიკელია,"- აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის ”ერთობა, რაობა, იმედი (ერი)" დამფუძნებელი ლევან ვასაძე.

დღის ამბები